ბერძენიშვილი: “…ვარსკვლავებს არც სხვა ოპოზიციური პარტიები წყვეტენ”

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქს სახელისუფლო კანდიდატი მოიგებს.

როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, 50%-იანი ბარიერის გათვალისწინებით, სხვა პარტიები მეორე ტურს ყველგან წააგებენ.

„50%-ს ვერ აგროვებენ. ჩვენ ხმების 50%-ს მეორე ტურში კი არა, ზოგიერთ ოლქებში პირველივე ტურში დავაგროვებთ.

ამ სისტემაში საკუთარი ამომრჩევლების მხრიდან როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, ის ვერცერთ მაჟორიტარულ ოლქს ვერ მოიგებს. ვარსკვლავებს არც სხვა ოპოზიციური პარტიები წყვეტენ“, – დასძენს კანონმდებელი.

Leave A Reply

Your email address will not be published.