ბერძენიშვილი:უსუფაშვილის დამსახურებაა,რომ “რესპუბლიკური” პარტია წამყვანი ორგანიზაცია გახდა

“რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილის შეფასებით, მისი ყოფილი თანაგუნდელის დავით უსუფაშვილის დამსახურებაა, რომ “რესპუბლიკური” პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით წამყვანი პოლიტიკური ორგანიზაცია გახდა.

რაც შეეხება, დავით უსუფაშვილს, ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვების შემდეგ და რესპუბლიკურ პარტიას, ყოველთვის ვახერხებდით იმას, რომ ერთმანეთთან გვქონოდა კორექტული, პოლიტიკური ურთიერთობები, ხშირად განსხვავებული სასტარტო პოზიციებიდან გამომდინარე, მაგრამ ვდგავდით ნაბიჯებს ერთმანეთისკნენ.

უსუფაშვილი იყო უფრო სახელისუფლებლო კოალიციური პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ლიდერი და იქიდან უყურებდა “რეპსუბლიკური” პარტიის როლს და ადგილს კოალიციაში. მე და რამდენიმე ადამიანი ყოველთვის ვცდილობდით,”რესპუბლიკური” პარტიის სახის შენარჩნებას კოალიციაში, ხშირად ჩვენ ერთმანეთს ვუგებდით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჩვენი პოზიციები ბოლომდე არ ემთხვეოდა ერთმანეთს, ჩვენ საჯაროდ ყოველთვის აღვიქმებოდით როგორც ერთიანი პოლიტიკური ძალა”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა “პირველის” ეთერში.

მისი თქმით, საწმუხაროა, რომ დავით უსუფაშვილის სიტყვები “პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წუთამდე “რესპუბლიკელი” ვიქნები”, არ გამართლდა.

ბერძენიშვილი უსუფაშვილის “რესპუბლიკელებიდან” წასვლისა და ახალი პოლიტიკური პარტიის დაანონსების გამო ნაწყენია.

“მე როგორც დავით უსუფაშვილს ვცემ პატივს, ისე ვცემ ასევე პარტიიდან წასულ სხვა ადამიანებს, ყოველშემთხვევაში მათ ნაწილს, ვინც გულწრფელი და პატიოსანი იყო მის მოტივებში, ყველა ასეთი არ იყო და ახლა გვარებს ნუ ჩამომათვლევინებთ, იყო ხედვებში სხვაობა. ზოგი პოლიტიკოსი თვლის, რომ მთავარი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს საკუთარი პარტიის წინაშე, და ეს პარტია ხელისუფლებაში ატარებს პასუხისმგებლობას ხელისუფლების წინაშეც, ზოგი თვლის, რომ ხელისუფლების წინაშე უნდა ჰქონდეს მთავარი პასუხისმგებლობა, და შენი პარტია უნდა დაიცვა ამ ხელისუფლებაში, მაგრამ პრიორიტეტი არის ხელისუფლება, მითუმეტეს, როდესაც ისეთი რთული საკონტაქტო პერსონაა, როგორიც ბიძინა ივანიშვილი იყო, განსაკუთრებით მისი არაფორმალური მმართველობის პერიოდში.

მთავარი ფრაზა, რაც დავით უსუფაშვილმა თქვა პარლამენტის თავჯდომარეობის დროს, პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წუთამდე ვიქნები “რესპუბლიკელი”, ძალიან სამწუხაროა, რომ მან ვერ შეძლო, მისი პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წუთამდე დარჩენილიყო “რესპუბლიკელი”.  მან დაანონსა სხვა პოლიტიკური გაერთიანების შექმნის საჭიროება, მე ამის გამო მას არც ვსაყვედურობ, თუ მკითხავთ, ვართ თუ არა გაკვირვებული და ნაწყენი, ვარ. როდესაც “თავისუფალი დემოკრატებიდან” ერთმანეთის მიყოლებით ლიდერები წავიდნენ, მაშინ ძალიან ჩვეულებრივ, მშვიდი გამომეტყველებით ვთქვი, დამარცხებული “რესპუბლიკური” პარტიიდან ლიდერები არ გარბიან თქო, მაშინ არც მე და არც დავით უსუფაშვილი არ ელოდა რა მოხდებოდა “რესპუბლიკურ” პარტიაში”, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

წყარო: ipress.ge

Comments
Loading...