ბერძნებმა, თურქული გამანადგურებლების მიერ რუსული Су-24-ის ჩამოგდების, საპროტესტო მიტინგზე თურქული და ამერიკული დროშები დაწვეს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული თვითმფრინავი ასრულებდა დავალებას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში. ერთი პილოტი დაიღუპა, მეორე კი ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად გაყვანილ იქნა შემთხვევის ადგილიდან.

წინა ხუთშაბათს სინტაგმას ცენტრალური მოედანზე შეიკრიბა რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც ვასილისას სოფიასის პროსპექტის გავლით თურქეთის საელჩოსკენ გაეშურნენ. პოლიციამ გააჩერა კოლონა საელჩოდან დაახლოებით 300 მეტრში, სწორედ იმ ადგილზე, სადაც დგას 1996 წელს, თურქულ სახედრო-საჰაერო ძალებთან მომხდარი ინციდენტისას, დაღუპული ბერძენი მფრინავების მემორიალი. შეგახსენებთ, რომ მაშინ ნატოს წევრი ორი ქვეყანა, მიუხედავად იმისა რომ მოკავშირეები იყვნენ, ომის ზღვარზე აღმოჩნდა.

„სიმბოლურია“- აღნიშნა მიტინგის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მომიტინგეებმა შადრევანთან გაშალეს ნატოს და თურქეთის საწინააღმდეგო პლაკატები, დაარიგეს პამფლეტები, საბერძნეთის ნატოდან გამოსვლის მოთხოვნით. დემონსტრანტებმა დაწვეს ამერიკის და თურქეთის სახელმწიფო დროშები.

პოლიციელებმა ალყაში მხოლოდ ორი მომიტინგე, პარტია „სახალხო ერთობის“ ლიდერი, პანაიოტის ქსანტოპულოსი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი პანაიოტის ლაფაზანისი გაატარეს.

თუმცა, თურქეთის საელჩისთვის მომიტინგეების მოთხოვნის გადაცემა მაინც ვერ მოხერხდა, რადგანაც თურქული დიპმისიიდან დაახლოებით 20 მეტრში განლაგებული იყო პოლიციელების მეორე კორდონი და უფროსმა ოფიცერმა ამცნო მომიტინგეების წარმომადგენლებს, რომ სპეციალური განკარგულებით საელჩოში შესვლა აკრძალული იყო.

ლაფაზანისმა განაცხადა, რომ ყველა საელჩომ, მათ შორის აშშ-ის, მიიღო მომიტინგეების ნოტა, გარდა თურქეთისა.

„მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია თქვენი ქვეყნის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგებით. მას თურქეთის საჰაერო საივრცე არ დაურღვევია, როგორც თქვენ ცდილობთ ეს ფაქტი წარმოაჩინოთ. რუსული Су-24, სირიის საჰაერო სივრცეში მოქმედებდა ტერორისტების წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში. ჩვენთვის არ არის ცნობილი რომელმა სულელმა გასცა ჩამოგდების ბრძანება, ვიმედოვნებთ ეს თქვენ არ გაგიკეთებიათ. თურქული თვითმფრინავები პერმანენტულად არღვევნ საბერძნეთის საჰაერო სივრცეს და როგორ ვიმოქმედოთ ჩვენ, თურქი მაღალჩონოსნის მსგავსად, ჩამოვაგდოთ ეს თვითმფრინავები?! იქნებ თქვენ გშურთ გერმანიის, რომელმაც უკვე ორჯერ ისტორიის მანძილზე გააჩაღა მსოფლიო ომები?!“-აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ტაიპ ერდოგანის სახელზე შედგენილ მიმართვაში.

შეგახსენებთ, ყოველდღიურად ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც თურქული თვითმფრინავები არღვევენ საბერძნეთის საჰაერო სივრცეს.

მიტინგის ორგანიზატორებს შორის იყვნენ აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაცია Alternativa და კულტურული ორგანიზაცია „ჰერმესი“.

„ჩვენ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას რუსეთის ქმედებებს ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც მიმართულია რეგიონში ისლამური ექსტრემიზმის და ტერორიზმის გავრცელების წინააღმდეგ, ამავე დროს, თურქეთის ხელმძღვანელობის ქმედებები სრულებით გაუგებარია და კრიტიკას ვერ უძლებს. მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონს ტერორისტული აქტებისგან, საფრანგეთში და რუსულ სამგზავრო თვითმფრინავზე. “,- აცხადებენ მიტინგის მონაწილეები.

„მსოფლიო ლიდერები დარწმუნდნენ იმაში ვალდებულნი არიან გაერთიანდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთი ამ მიმართულებით ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს „ავთვისებიანი წარმონაქმნი“ რამენაირად შეაჩეროს. ჩვენ სოლიდარულნი ვართ რუსეთის პრეზიდენტთან: ანკარას აქცია- ეს არის რუსეთის ზურგში მახვილის ჩაცემა, არამედ მთლიანად საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციისთვის. ჩვენ ველით საბერძნეთის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებას თურქეთის პროვოკაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადეს მიტინგზე.

იხილეთ ვიდეო :

ცნობილი გახდა, რომ ბერძნული საზოგადოება და რუსეთის ბერძნები რუსეთს სთხოვენ ცნოს თურქების მიერ ბერძნების გენოციდი.

1914-1923 წლებში, – თურქეთის ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გაანადგურა 382 ათასი მშვიდობიანი ბერძენი მოსახლე პონტაში.

„მივმართავთ რუსეთს, რომელიც იმ წლებში გახდა თავშესაფარი თურქებისგან გამოქცეული ასობით ათასი დევნილი ბერძნისთვის, პატივი მიაგოს მათ ხსოვნას და ცნოს გენოციდი“,- ნათქვამია საზოგადოების მიერ გავრცელებულ პეტიციაში.

როგორც ცნობილი ხდება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის მიმართ „ სპეციალური ეკონომიკური ზომების“ მიღება გადაწყვიტა.

დღეს მან თურქული წარმოების გარკვეული ნაწარმის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანაზე აკრძალვა დააწესა. პროდუქციის ჩამონათვალს რუსეთის მთავარობა განსაზღვრავს.

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ასევე იკრძალება თურქეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ორგანიზაციის ფუნქციონირება. იკრძალება თურქეთის მოქალაქეების სამსახურში მიღებაც. აკრძალვა ეხება ჩარტერულ რეისებს თურქეთის მიმართულებით, რუსული ტუროპერატორები აღარ განახორციელებენ ტურებს თურქეთის მიმართულებით.

2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის უვიზო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.

გაზეთი „Известия“ იმ თურქული წარმოების საკვები პროდუქტების არასრულ სიას აქვეყნებს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ასაკრძალ პროდუქტთა ჩამონათვალში შედის:

ესაა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები( გაყინული და შებოლილი სახით), ფრინველის ხორცი, რძე და რძის პროდუქტები, თევზი და ზღვის პროდუქტები, კაკალი, ხილი და ბოსტნეული, კენკრა და მწვანილი.

გაზეთის ცნობით, რუსულ ბაზარზე თურქულ პროდუქციას ეგვიპური ჩაანაცვლებს. აკრძალული პროდუქტების სრული სია 1 დეკემბერს გამოქვეყნდება.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

Leave A Reply

Your email address will not be published.