ბერძნული მედიის ცნობით, 3 ქართველი ექთანი დასავლეთ ატიკაში დააკავეს

როგორც multi-news.ge იუწყება, დასავლეთ ატიკაში ათი ექთანი ქალი დააკავეს, მათ შორის კი სამი ქართველია.
multi-news.ge-ის ინფორმაციითვე, ისინი კერძო მედდებად ლიცენზიის გარეშე მუშაობდნენ, შედეგად კი, სახელმწიფო დაზარალდა.
ბერძნული მედიის ცნობით, საქმეს ათენის პროკურატურა იძიებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ორი ბულგარელი, სამი ალბანელი, და ორი ბერძენია.

Comments
Loading...