ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ნათესავი დააკავეს

ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ანის ამრის ნათესავი და 2 ეჭვმიტანილი დააკავეს ტუნისში უშიშროების სამსახურებმა.

ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულთა ასაკი 18-დან 27 წლამდე მერყეობს. უწყების ცნობით, ისინი “ტერორისტულ დაჯგუფებას” ეკუთვნოდნენ. ეჭვმიტანილები სამართალდამცველებმა 23 დეკემბერს დააკავეს.

19 დეკემბერს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული აქტი განხორციელდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. სატვირთო მანქანას, რომელიც ბაზრობაზე შევარდა, გავრცელებული ინფორმაციით, ანის ამრი მართავდა. თავდამსხმელი 23 დეკემბერს იტალიაში მოკლეს.

Comments
Loading...