ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირის ვინაობა ცნობილია
სატვირთო ავტომობილში მძღოლთან ერთად მყოფი პირი, რომელმაც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა განახორციელა, ტუნისის მოქალაქეა,-ინფორმაციას გამოცემა Spiegel ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სამართალადმცველებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი იპოვეს, რომელიც 23 წლის ანის ა.ს ეკუთვნის.
გამოცემის ინფორმაციით, სამართადამცველებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გენერალურ პროკურორს გამოძიების დაწყების თხივნით უკვე მიმართეს. ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
მანამდე, ბერლინის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი გაათავისუფლა. როგორც BBC იტყობინება, დაკავებულის 19 ნოემბერს საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობის ფაქტი არ დადასტურდა.
19 დეკემბერს ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ განცხადება ჯიჰადისტებმა საკუთარ ინტერნეტ-რესურსზე გაავრცელეს. მასში აღნიშნულია, რომ თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” ე.წ ჯარისკაცმა განახორციელა.
ბოლო მონაცემებით, ბერლინში მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა და 48 დაშავდა.
ექიმების შეფასებით, ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მძღოლი, რომელიც ბერლინის საახალწლო ბაზრობაზე სატვირთო მანქანით შევარდა და ხალხს გადაუარა, დაკავებულია. პოლიციის ინფორმაციით, მძღოლის გვერდით მჯდომი ადამიანი გარდაცვლილია.
შეგახსენებთ, ბერლინის საახალწლო ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილის მძღოლი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა.
წყარო : ipress.ge