ბერლინში სავაჭრო ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ბერლინის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის სავაჭრო ცენტრი საპოლიციო სპეცოპერაციის შედეგად დაიკეტა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე შეჩერებულია მეტროსა, ტრამვაის და ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული.

„Tagesspiegel“-ის ცნობით, პოლიციის ყურადღება საეჭვო ნივთმა მიიპყრო, რაც, სავარაუდიოდ, ვიღაცის მიერ დატოვებული ჩანთაა.

ცნობილია, რომ გერმანიაში 23 წლის ტუნისელი მამაკაცის, ანის ამრის ძებნა გრძელდება, რომელიც 19 დეკემბერს ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტერაქტშია ეჭვმიტანილი. 19 ტონიანი სატვირთო ავტომანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის 100 ათასი ევროს ოდენობის ჯილდო დაწესდა.

Comments
Loading...