ბერნარდ კუშნერი :მივესალმებით თქვენს მობრძანებას ევროკავშირში

ბერნარდ კუშნერი საქართველოს დღეს, გლობალური სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რანგში ეწვია და საქართველოს ევროინტეგრაციაზე კომენტარი გააკეთა:
“თქვენ, რა თქმა უნდა, გაქვთ რაღაც შანსი, მაგრამ ძალიან ნუ იჩქარებთ, ევროკავშირი ჯერ თვითონ უნდა შეიცვალოს, –
შეხედეთ, ჩვენ ყველამ, 28 ქვეყანამ ერთად, ვერ შევძელით საერთო პასუხი გაგვეცა იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ. ჩემი რჩევა იქნება, რა თქმა უნდა, რომ თქვენ თავად მოამზადოთ საკუთარი თავი საქართველოში და შემდეგ ვნახოთ. მთავარია, თქვენ მზად იყოთ ამისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტა ვჩქარობთ, ეს აუცილებელიცაა, მაგრამ როდესაც სირთულეებს ვაწყდებით, საერთო პასუხების მოძებნა საკმაოდ რთულია. ეს არის დიდი მანქანა, რომელიც 28 ქვეყნისგან შედგება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით თქვენს მობრძანებას ევროკავშირში, ჯერ გარკვეული დროის განმავლობაში კანდიდატის რანგში და შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ, რა თქმა უნდა, გახდებით ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა ბერნარდ კუშნერმა.”

Comments
Loading...