ბერნარდ შოუ: სანამ ჩვენ ცაში ვიყურებით სხვები ჩვენს ჯიბეებში დაძვრებიან (გამონათქვამები)

ჯორჯ ბერნარდ შოუს ბრძნული გამონათქვამები:

ადამიანებზე

ადამიანები აგურებივით არიან, რაც უფრო გამომწვარია მით უფრო მაგარია.

რეპუტაცია ნიღაბია ზუსტად იგივე, რაც სამოსელი, რომელიც გვაცვია.

ადამიანი, რომელსაც არაფრის არ სწამს, ყველაფრის ეშინია.

მხოლოდ სულელი ზეიმობს ასაკის მომატებას და სიკვდილთან დაახლოებას.

ჭკვიანი ადამიანი ცხოვრებას ერგება, უტვინო ცდილობს ცხოვრება მოირგოს, ამიტომ პროგრესი ყოველთვის უტვინოებზეა დამოკიდებული.

და მაშინ, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა – როგორც ჩიტებმა, წყალქვეშ ცურვა – როგორც თევზებმა, მხოლოდ ერთი რამ გვაკლია, ვიცხოვროთ ისე, როგორც ადამიანი იცხოვრებდა.

მას ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, არა და არაფერი არ იცის. შუბლზე აწერია, რომ პოლიტიკოსია.

ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს. ადამიანმა თუ სიმართლე არ იცის, ამ სიცარიელეს ვარაუდებით ავსებს.

დიასახლისები თავის შეცდომებს მაიონეზის ქვეშ ფარავენ, ექიმები კი მიწის.

ციგურებზე სრიალს ვერ ისწავლი თუ დაცინვის გეშიანია.

იდეებზე

ჩემი სახელი დამარცხებებთან ერთად იზრდებოდა.

თქვენ უყურებთ საგნებს და კითხულობთ “რატომ?”. მე ვოცნებობ საგნებზე, რომლებიც არ არსებობს და ვამბობ “რატომაც არა”.

სახელები და ტიტულები მათთვისაა გამოგონებული, ვისი ღვაწლი სახელმწიფოს წინ შეუცვლელია, ხალხმა კი მათი არსებობა არ იცის.

თუ შენ გაქვს ვაშლი და მეც მაქვს ვაშლი, ვაშლები რომ გავცვალოთ ორივეს მაინც თითო ვაშლი დაგვრჩება. თუ შენ გაქვს იდეა და მეც მაქვს იდეა, იდეები რომ გავცვალოთ ორივეს ორ-ორი იდეა გვექნება.

ისტორიაზე

ერთადერთი, რაც ისტორიამ შეიძლება გვასწავლოს ეს ის არის, რომ ადამიანები ისტორიისგან არაფერს სწავლობენ.

გაზეთი საბერი ორღანივითაა, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ველოსიპედი დაეცემა თუ ცივილიზაცია.

დემოკრატია საჰაერო ბურთია. სანამ ჩვენ ცაში ვიყურებით სხვები ჩვენს ჯიბეებში დაძვრებიან.

პატრიოტიზმი ეს საკუთარი თავის დარწმუნებაა, რომ შენი ქვეყანა ყველაზე კარგია იმიტომ, რომ შენ მანდ დაიბადე.

Leave A Reply

Your email address will not be published.