ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე – “ცნობილია კონკრეტული პიროვნებები”

ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ყველა გარემოება დადგენილია. როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას შოთაძემ განაცხადა, საქმის შესახებ საზოგადოება ინფორმაციას მალე მიიღებს.

„არათუ ვერსიები არსებობს, დადგენილია ყველა გარემოება. გამოძიებაზე მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელზეც ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. ცნობილია კონკრეტული პიროვნებები, რომელთა შესახებაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ვაცნობებთ“, – აღნიშნა შოთაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.