ბესო დანელია: ირმა ინაშვილმა ჩვენთან ბრძოლა არჩია ხელისუფლებასთან ბრძოლას

 

 

სამწუხაროა , რომ ირმა ინაშვილმა ჩვენთან ბრძოლა არჩია ხელისუფლებასთან ბრძოლას , მაგრამ ამით კიდევ უფრო ბევრ რამეს მოეფინა ნათელი, მეჩეთების მშენებლობის მოთხოვნისა არ იყოს ! ,,პატრიოტთა ალიანსში,, ბევრი მეგობარი და ახლობელი ადამიანი მყავს რომელთაც პატივს ვცემ , მაგრამ ვერასდროს მივიღებ ასეთ ბრალდებებს ,რადგან არ არსებობს სააკაშვილთან და ,,ნაცმოძრაობასთან,, მებრძოლი პოლიტიკური ძალა ,რომელმაც იმხელა მსხვერპლი გაიღო როგორიც ნინო ბურჯანაძემ და ,,დემოკრატიულმა მოძრაობამ,, იმდენი რეპრესირებული , მოკლული , დაპატიმრებული და დასახიჩრებული ადამიანი რეჟიმთან ბრძოლაში ,არ ყავს არცერთ ოპოზიციურ პარტიას რამდენიც ,,დემოკრატიულ მოძრაობას ,,თუ ვინმეს დაავიწყდა შევახსენებ ,რომ მთელი ცივილიზილებული სამყაროს მიერ აღიარებული 49 პოლიტიკური პატიმარი გვყავს და ამის ანალოგი არ არსებობს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში….! არვიცი რა მესიჯებით ჩამოვიდა ირმა ინაშვილი ამერიკიდან , მაგრამ ერთი რამე გამოჩნდა ნათლად :პირველი დარტყმა მან ყველაზე ეროვნული ძალის მისამართით განახორციელა … Welcome ქალბატონებო და ბატონებო , გამოწვევა მიღებულია !!! ირმა ინაშვილი , რომ დაუწყებს პოლიტიკის სწავლებას ნინო ბურჯანაძეს და ,,პოლიტიკურად ბეცს,, უწოდებს , მართლა რატომ წაღმა არ წავა რიონი ! ყველას კარგად მოეხსენება ყოველთვის სოლიდარულები ვიყავით აღნიშნული პოლიტიკური ძალის მიმართ და არც იმას გამოვრიცხავდით , რომ გვეთანამშრომლა კიდეც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში , მაგრამ ინაშვილმა ყველა გზა მოიჭრა და ყველა ხიდი დაწვა .

წერს საკუთარ სოციალურ ქსელში პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ -ერთი ლიდერი ,ბესო დანელია.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.