ბესო დანელია:არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა.

“გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ მკვდარი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.”დღეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების დღეა.

ათი წლის უკან ამ დღეს მოკლეს სანდრო გირგვლიანი .ქართველმა ხალხმა მოახერხა ის , რომ სააკაშვილი და ,,ნაც-რეჟიმი,, ჩამოაცილა ქვეყნის მართვის სადავეებს , მაგრამ ძალამ რომელმაც ჩაანაცვლა დამნაშავე ორგანიზაცია, შეძლო ,, სასწაული ,, , ამოთხარა პოლიტიკური სამარიდან სანდროს და უამრავი ქართველი ახალგაზრდის სისხლით გაჟღენთილი ,,ნაცმოძი ,, გარეცხა, გაათეთრა, მთავარ ოპოზიციურ ძალად დაგვასვა კვლავ თავზე და სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად მათთან კოაბიტაციით დაკავდა , რომლითაც ისე გაერთო , რომ ბოლოს სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე კვლავ მოსამართლედ დაგვინიშნა! დარწმუნებული ვარ , რომ ამას არ გადაყლაპავს საქართველოს მოსახლეობა და რამოდენიმე თვეში ,,ნაციონალურ – ოცნებას,, საკადრის პასუხს გასცემს საარჩევნო ყუთებთან და აირჩევს ძალას რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აღადგენს ქვეყანაში სამართლიანობას , რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ღირსეული სახელმწიფოს აშენება . არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა… no justice no peace ❗❗

წერს საკუთრ სოციალურ გვერდზე, პარტია დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია.

Leave A Reply

Your email address will not be published.