ბესო დანელია:ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ,,ნაციონალურ-რესპუბლიკური -ოცნება

მოახლოვდა არჩევნები და გაახსენდათ პოლიტპატიმრები ! ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები არიან პოლიტპატიმრების უმეტესობა და თუ ვინმეს დაავიწყდა შევახსენებ , რომ
,, დემოკრატიულ მოძრაობას ,, 41 წევრი ყავს რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იხდიდნენ სასჯელს . არცერთი მათგანი დღემდე არ არის გამართლებული ,სამაგიეროდ დაწინაურებულები არიან ის მოსამართლეები , პროკურორები და გამომძიებლები რომლებმაც ეს ადამიანები პოლიტიკურ პატიმრებად აქციეს . წიკლაური ბოცო და ნაცმოძის წევრები აცხადებენ , რომ პოლიტპატიმრები მკვლელები არიანო . კრიმინალურ და სისხლიან ,,ნაციონალურ მოძრაობასთან,, კოაბიტირებულ ხელისუფლებას კი ვეღარ უშველის არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე პოლიტპატიმრებით მანიპულირება. მათთვის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს საქართველოს მოსახლეობას . ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ,,ნაციონალურ-რესპუბლიკური -ოცნება ,, , აღვადგინოთ სამართლიანობა რათა დაისადგუროს მშვიდობამ და ჩვენს ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალება მიეცეს ! არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა …No justice no peace !!!

წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე პარტია “დემოკრატიული მოძრაობის”ერთ-ერთი ლიდერი, ბესო დანელია.

Comments
Loading...