ბესო დანელია:ქართული ოჯახების გადინება ქვეყნიდან დღითიდღე კატასროფულ მაჩვენებლებს აღწევს

რამდენი ახალგაზრდა ოჯახი გადაიხვეწა საქართველოდან იმის გამო , რომ შვილების განვითარებისათვის ელემენტარული პირობების შექმნა შეუძლებელი გახდა მათთვის საკუთარ სამშობლოში .რამდენი ქართველი გოგო-ბიჭი იზრდება აშშ-ს ,რუსეთის და ევროპის ქალაქებში რომელთა რესურსი და ნიჭი არა საქართველოს არამედ იმ ქვეყნებს ხმარდებათ .დღეს მსოფლიოს ყველა წამყვან სახელმწიფოს ,ადამიანური რესურსის ნაკლებობა აქვს და ისინიც სიხარულით იღებენ საქართველოდან ჩასულ ადამიანებს. უზრუნველყოფენ მათ პირველ ეტაპზე ყველა აუცილებელი კომპონენტით და აძლევენ შანსს შეიქმნან იმ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება რადგან ეს მათი სახელმწიფოებრივი ინტერესია . საქართველოში კი არაფერი კეთდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და იმისათვის , რომ ახალგაზრდა ,ჯანღონით სავსე ადამიანები დასაქმდნენ ,არსად წავიდნენ და საკუთარ სამშობლოში იცხოვრონ ღირსეულად . ვიცი რას გრძნობენ სამშობლოს მონატრებით და ნოსტალგიით გულნატკენი ადამიანები რომლებსაც საკუთარმა ქვეყანამ ყველა გზა მოუჭრა და იძულებული გახადა საქართველოდან წასულიყვნენ …ეს არა მხოლოდ მათი პირადი ტრაგედიაა არამედ ტრაგედიაა მთლიანად ქვეყნისათვის! სამაგიეროდ ყოველდღე ვისმენთ ცისფერი ეკრანებიდან ხელისუფლებაში მყოფი ,,კომ-პარტიაში,, დაფრთიანებული ჩინოვნიკების ტვინნაღრძობ განცხადებებს რომლებსაც საუკუნის წინ გაუვიდათ ყავლი. უკვე მთელი ქალაქი ჩინელებისა და თურქების სასტუმროებით , ბორდელებით ,მაღაზიებით , რესტორნებით და სხვადასხვა ბიზნეს -ობიექტებით აივსო რომეთაც ხელის გულზე ატარებს საქართველოს ხელისუფლება და რომლებიც ისე გადმოგვცქერიან იქიდან თითქოს ჩვენ ვიყოთ მათ ქვეყანაში ფულის საკეთებლად ჩასულები …ამის ფონზე ქართული ოჯახების გადინება ქვეყნიდან დღითიდღე კატასროფულ მაჩვენებლებს აღწევს !

წერს “დემოკრატიული მოძრაობის”ერთ-ერთი ლიდერი,ბესო დანელია.

Leave A Reply

Your email address will not be published.