ბესო კალაძე: მერმა ხელი მკრა

„მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში“ თბილისის მერის, დავით ნარმანიას 2014-2016 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე „თავისუფალი ზონის“ წევრებს – ბესო კალაძეს და ირაკლი ქომეთიანს დარბაზი დაატოვებინეს.

როგორც ბესო კალაძე აცხადებს, ისინი საპრეზენტაციო დარბაზში იმიტომ შევიდნენ, რომ  დავით ნარმანიასგან დედაქალაქში არსებულ საცობებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით პასუხები მიეღოთ, თუმცა, მერის დაცვის წევრებმა მათ დარბაზი დაატოვებინეს.

ბესო კალაძის თქმითვე, ვიდრე ქომეთიანთან ერთად დარბაზიდან გაიყვანდნენ, თბილისის მერმა მას ხელი ჰკრა.

„ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და მსურდა მერის დღევანდელ ანგარიშს დავსწრებოდი, რადგან უშუალოდ მისგან მიმეღო პასუხები დედაქალაქში არსებულ საცობებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რისი საშუალებაც არ მომეცა. მერმა ხელი მკრა, დაცვამ კი დარბაზი დაგვატოვებინა“, – განაცხადა ბესო კალაძე.

წყარო: გარდიანი

Comments
Loading...