ბეთლემში იესო ქრისტეს იდუმალებით მოცული მრავალსაუკუნოვანი ხატი აღმოაჩინეს!

ბეთლემში იესო ქრისტეს მრავალსაუკუნოვანი ხატი აღმოაჩინეს
ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაობის დროს უდიდესი რელიგიური და ისტორიული მნშვნელობის ხატი აღმოაჩინეს.
როგორც ზიად ალ-ბანდაკმა, პალესტინის პრეზიდენტის მრჩეველმა ქრისტიანობის საკითხებში, ახალი ამბების სააგენტო Ma’an-ს განუცხადა, მრავალსაუკუნოვანი ხატი დამზადებულია სპილენძის, ვერცხლის, ნიჟარებისა და ქვებისაგან.
მისივე თქმით, რელიგიური არტეფაქტი თაბაშირის ქვეშ, ტაძრისსარკმელთან ახლოს დაახლოებით ორი თვის წინ აღმოაჩინეს.
ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია თავდაპირველად მე -4 საუკუნეში ააგეს, თუმცა მე -6 საუკუნეში სამარიტანების ამბოხების დროს ტაძარი ცეცხლისგან განადგურდა. ახალი ბაზილიკა 565 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აღადგინა.
ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
ამჟამად ტაძარში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მორწმუნეებსა და ვიზიტორებს მისი დაბრუნებული ბრწყინვალების ხილვის შესაძლებლობა 2016 წლის ბოლოსთვის ექნებათ.
წყარო: news.discovery

Comments
Loading...