“ბევრი მთვლემარე დეპუტატი ზის იმ დარბაზში” – ირმა ინაშვილი

“რა პრობლემაა, იყოს პარლამენტის დეპუტატთა ცვალებადი რაოდენობა. ნუ იქნება 150 წევრი, იყოს 120 დეპუტატი. არაფერი არ დააკლდება საქართველოს 30 დეპუტატით ნაკლები თუ იქნება დამიჯერეთ”, – ამის შესახებ ,პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა კახეთში, კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვისას განაცხადა.

საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით არსებულ საარჩევნოს სისტემას, კერძოდ, გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესს ეხებოდა.

მმართველმა გუნდის თქმით, სისტემა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს სთავაზობს, არის დემოკრატიული და სამართლიანობის პრინციპს უზრუნველყოფს.

ირმა ინაშვილი მმართველ გუნდს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ხელისუფლების განცხადებები სრული დემაგოგიაა.

„ეს არის დემაგოგია, რა პრობლემაა, იყოს პარლამენტის დეპუტატთა ცვალებადი რაოდენობა. ნუ იქნება 150 წევრი, იყოს 120 დეპუტატი. არაფერი არ დააკლდება საქართველოს 30 დეპუტატით ნაკლები თუ იქნება დამიჯერეთ. ბევრი მთვლემარე დეპუტატი ზის იმ დარბაზში,“-განაცხადა ინაშვილმა.

Comments
Loading...