ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას

ჟურნალისტის კითხვაზე, მოახერხა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან დიალოგით რამე შედეგის მიღება, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

„შედეგი დიდი არ არის, მაგრამ ის, რომ ჩვენ დავიწყეთ ვაჭრობა, ის, რომ სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა უნდა მოხდეს საფუძველია იმის, რომ ძირითადი საკითხებიც გადაწყდეს. და არა ის ისტერიკები და არა ის ცივი ომი, რომელშიც ჩააყენა ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყანა. ჯერ ცივი და შემდეგ ცხელ ომში გადაერთნენ. სანამ გლობალური ომი მოხდებოდა მათი პოზიცია მანამდე იყო გაუმართლებელი. ჩვენ კარგად უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას.

ჩვენი ზედმეტი აქტიურობით და გადაჭარბებული ენერგიის ხარჯებით, რომელიც არ გაგვაჩნია შეიძლება მივიღოთ მსგავსი რამ, რაც 2008 წელს მიიღეს. 2008 წლის ომში, რომ ოდნავ გონიერება ყოფნოდა მაშინდელ ხელისუფლებას, მიმაჩნია, რომ იმ ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ახლაც ცდილობენ, გააგრძელონ იგივე და ახალ უბედურებაში ჩაერთნონ. ჩვენ მაქსიმალურ თანხვედრაში უნდა მოვიდეთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან. საჭიროა გვქონდეს მოთმინება და ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. დავიბრუნებთ ჩვენს ძმებს, ოსებს და აფხაზებს“,- განაცხადა ივანიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.