ბიძინა ივანიშვილი ირმა ინაშვილზე საუბრობს

“არჩევნებზე მე ირმა ინაშვილს მხარს არ ვუჭერ. ხიდაშელი გახლავთ კოალიციის კანდიდატი და არა “რესპუბლიკური პარტიის”, თუმცა “რესპუბლიკური პარტიის” წევრია, მაგრამ ამაში ცუდი არაფერი არაა. მე მომდის ხმები, რომ არის მსგავსი სპეკულაციები თითქოს მე მხარს ვუჭერ ირმა ინაშვილს. ეს არანაირ კავშირში არ არის სინამდვილესთან. მე თქვენი ტელევიზიითაც მივმართავ საგარეჯოელებს, მხარი დაუჭირონ ხიდაშელს, რომელიც არის ჩემს მიერ ჩამოყალიბებული კოალიციის წევრი და მისგან წამოყენებული კანდიდატი. ის არის კოალიციის კანდიდატი. ინაშვილთან მე შენახვედრი ვარ, ოდესღაც ინტერვიუ მაქვს მიცემული”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, იგი არ იცნობს “პატრიოტთა ალიანსს” და გამორიცხულია, რომ ნებისმიერ მათ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

Comments
Loading...