ბიძინა ივანიშვილი ლევან ბერძენიშვილს მიმართავს – ნუთუ, რამე შეიცვალა?

რესპუბლიკური პარტიის მამამთავარმა ლევან ბერძენიშვილმა ამასწინათ ნიშნისმოგებით განაცხადა- ღარიბაშვილის შემდგომი ბედი საერთოდ არ მაინტერესებს-ო. ბატონი ბერძენიშვილის ამ გამონათქვამს საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოყვა და ხალხმა გაბოროტებული კაცის ნათქვამად ჩათვალა.

თუმცა, რა გასაკვირია, ბატონ ლევანს არც მისი და მისი პარტიის კეთილდღეობის გარანტი ბიძინა ივანიშვილის ბედი ადარდებს და აინტერესებს. ამის დასტური ბატონ ივანიშვილის 2012 წლის ოქტომბრის წერილია საზოგადოებისადმი. წერილში ბატონი ბიძინა განაწყენებული წერს უხუცესს რესპუბლიკელზე:

– ” რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ბერძენიშვილს მინდა ვკითხო: იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ „ალია-ჰოლდინგის“ საშუალებით შემოგვიტია და ლაფის სროლა დაგვიწყო, ლევან ბერძენიშვილმა ორჭოფული პოზიცია დაიკავა და მრავალმნიშვნელოვანი ტონით განაცხადა, მე ვიცი, საიდან იშოვა ფული ივანიშვილმა და არ ამალაპარაკოთ ახლაო.

ჩვენ ამას მაშინვე გამოვეხმაურეთ და განმარტება მოგთხოვეთ, მაგრამ პასუხს თავი აარიდეთ. თუ თქვენ მართლაც იცით კონკრეტული რამ, კეთილი ინებეთ და ღიად, საჯაროდ მითხარით, თუ არადა ამ არაფრისმთქმელ ნართაულებს თავი დაანებეთ, ბატონო ლევან!”- წერდა მაშინ ბატონი ბიძინა.

ნუთუ, რამე შეიცვალა? რატომ არ ალაპარაკდით მაშინ ბატონო ლევან? ნუთუ, მხოლოდ საკუთარი და საკუთარი, ერთი მუჭა პარტიის კეთილდღეობა გადარდებთ ბატონო ბერძენიშვილო? ერთხელ ხომ უკვე გაგაფრთხილათ ბატონმა ბიძინამ ლევან?

Leave A Reply

Your email address will not be published.