ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, საპატრიარქოში მივიდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მივიდა.

ყოფილი პრემიერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მოინახულებს, რომელიც გერმანიიდან სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

ყოფილ პრემიერს საპატრიარქოში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფება.

Comments
Loading...