ბიძინა ივანიშვილი: მთავრობა ვერც ერთ მედიასაშუალებას ვერ აკონტროლებს!

საქართველოს ყოფილი პრემიერი-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გაუგებარია ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გარშემო ატეხილი ამხელა ისტერიკა, რადგან ზუსტად იგივე სასამართლო პროცესი ტელეკომპანია „მაესტროს” მეწილეებს შორისაც მიმდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით მთავრობა არც ერთ მედიასაშუალებას დღეს არ აკონტროლებს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ „რუსთავი 2″ არ არის დამოუკიდებელი ტელევიზია და იგი „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გამტარებელია.

„მეც დავეთანხმებოდი მთავრობის წევრებს. რა თქმა უნდა, ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის” წევრები და თვითონ „რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელი ყველანაირად ცდილობს, რომ ეს წარმოაჩინოს, როგორც მთავრობის დაკვეთა, რომ ებრძვით მთავრობა. დიდი აჟიოტაჟია აწეული სასამართოს ირგვლივ. პრაგმატულად თუ შევხედავთ რა ხდება, სასამართლოში ჩივის ქიბარ ხალვაში – „რუსთავი 2″-ის ყოფილი მფლობელი დაობს საკუთრებაზე. მსგავსი პროცესი ხდება “მაესტროშიც”. ნებისმიერი დავა არასასიამოვნოა, მაგრამ რატომ არის ასეთი ისტერიკა მხოლოდ „რუსთავი 2″-თან მიმართებაში? რა ხდება ასეთი?
შეიძლება ეს შეფასებები კრიტიკულმა განცხადებებმაც განაპირობა, მაგრამ დღეს ვერავინ ვერ დაასახელებს მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებას. მთავრობა ვერც ერთ მედიასაშუალებას ვერ აკონტროლებს. რა თქმა უნდა, კრიტიკა ყოფილა “რუსთავი 2”-ის მიმართ, სხვა მედიასაშუალებების მიმართაც, მაგრამ ამას ვბედავდი, რადგან ჩვენ არ გქვონდა ჩვენი ტელევიზია და მე მგონია, რომ დღესაც მთავრობას არ აქვს თავისი ტელევიზია და მედიასაშუალება. რაც შეეხება კრიტიკას, ალბათ უმჯობესი იყო მე არა “რუსთავი 2” მეკრიტიკებინა, საიდანაც ყველაზე ხშირად ისმის დაუსაბუთებელი ბრალდებები, არამედ “რუსთავი 2”-ის ნაცვლად “ნაციონალური მოძრაობა” მეხსენებინა, რადგან მისი აწყობილია ეს. რა თქმა უნდა, “რუსთავი 2” არ არის დამოუკიდებელი. ის არის სააგიტაციო მანქანა “ნაციონალური მოძრაობის”, მაგრამ მათ აქვთ ეს უფლება, უბრალოდ მე თავისუფალი მედია სხვანაირად მეჩვენება”
, – აღნიშნა ივანიშვილმა.

Comments
Loading...