ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება…

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნება. ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა. ძიძიგურის განმარტებით, ყოფილი პრემიერი კოალიციის სათავეში ისევ იმ კონფიგურაციით დაბრუნდება, როგორც 2012 წლის არჩევნების დროს იყო.

“ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა მომავალი 2016 წლის არჩევნებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ჩვენ იმედი გვაქვს, და ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ის 2016 წლის არჩევნებში იქნება აქტიური. ჩვენს კოალიციაში ლიდერის ადგილი ეს არის ბიძინა ივანიშვილის ადგილი”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.