ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტზე: “ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს თუ არა”

ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ცინიზმში ადანაშაულებს. საქმე კი ამჯერად ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციას ეხება.

როგორც ექს–პრემიერმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, “ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, იმის მიუხედავად მას ეს სურს თუ არ სურს”.

“ამაზე დღეს ვეღარ დავხარჯავ დიდ დროს, – უფრო საინტერესო თემებზე მკითხეთ, მაგრამ მთავარი, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი, პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს და პირველ რიგში – პრეზიდენტმა. კომერციული ნაწილიც უნდა შეფასდეს: 10 მილიონს გადასცდა და ის ამბობს, რომ მოქალაქეების დასაცავად აკეთებს… აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა! რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს თუ არ სურს! სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავისი უფლებამოსილება. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. დადგება ეგ დროც!”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Comments
Loading...