ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნებისთვის“ მხოლოდ მადლობის თქმა შეიძლება

„პროპორციულზე გადავალთ 2020 წლისთვის „ქართული ოცნებისთვის” მხოლოდ მადლობის თქმა შეიძლება, რადგან ეს აქამდე ვერცერთმა პარტიამ ვერ მოახერხა”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ქრონიკასთან” ინტერვიუში საარჩევნო სისტემაზე საუბრისას.

„ძალიან შფოთავს საზოგადოება, რომ უნდა იყოს მხოლოდ პროპორციული სისტემა და არა მაჟორიტარული. კარგია ერთიც და მეორეც. არიან ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ მაჯორიტარულ სისტემას იყენებენ და ვერავინ იტყვის, რომ ეს ცუდია. ჩვენს მაჟორიტარულ სისტემაში ცუდია ის, რომ დიდი სხვაობაა ამომრჩეველთა რიცხვოვნებას შორის. სხვა მხრივ ნორმალური სისტემაა. პროპორციულზე გადავალთ 2020 წლისთვის „ქართული ოცნებისთვის” მხოლოდ მადლობის თქმა შეიძლება, რადგან ეს აქამდე ვერცერთმა პარტიამ ვერ მოახერხა. 2020-ში „ქართული ოცნება” იქნება არანაკლებ პოპულარული.

თუ „ნაციონალურ მოძრაობას” NDI-ის რეიტინგების სჯერა, მაშინ მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება ზუსტად მაგათთვის ყოფილა მომგებიანი. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. თუ ასეთი რეიტინგი აქვთ და ასე ხარობენ, მაშინ რას განიცდიან. ტყუილად შფოთავენ. ურეტინგოები არიან და არ იციან რა მიზეზი გამონახონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Comments
Loading...