ბიძინა ივანიშვილი – ვინ არიან ყარამანიშვილები, რომ არ ჩნდებიან, ეს საცოდავები

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენი ძმები ყარამანიშვილების ვინაობით ინტერესდება და უკვირს, თუ რატომ არიან ისინი ჩრდილში იმ დროს, როდესაც ნიკა გვარამია ყველაზე მეტად აქტიურობს:

“დღეს ვინ არის “რუსთავი 2″-ის მეპატრონე და რა კავშირი აქვს ამ ტელევიზიასთან ნიკა გვარამიას? ქიბარ ხალვაში იქნება თუ დვალი, მათ ჰქონდათ ამ ტელევიზიასთან კავშირი, მაგრამ რა კავშირშია გვარამია? ვინ არიან ყარამანიშვილები, რომ არ ჩნდებიან, ეს საცოდავები. ვერც კი გამოდიან, რომ დაიცვან. იმიტომ, რომ ფორმალურად ყავთ შეყრილები. ხელისუფლების ვერცერთი ქცევა ვერ ვნახე თქვენ წინააღმდეგ მიმართული, მაგრამ თავად რომ ძალადობს გვარამია, ისტერიკებშია და თეთრის შავად დახატვას ცდილობს, ამას ვხედავ მხოლოდ. ჩემი ნათქვამი იმიტომ კი არაა, რომ მთავრობა წავახალისო, მე ვამბობ ამას, იმიტომ რომ იყოთ ობიექტურები, ისაუბროთ არგუმენტებით და ფაქტებით”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას უთვალთვალებენ, აღნიშნული უნდა დაამტკიცოს.
“სამი წელია, ვაკრიტიკებ “რუსთავი 2″-ს და სად ნახეთ ძალადობა? არაფერი მსგავსი არ მომხდარა. თუ ნიკა გვარამია ამბობს, რომ უთვალთვალებენ, მან ეს უნდა დაამტკიცოს სასამართლოში და ამისთვის არსებობს კანონი. ნიკა გვარამია რასაც იტყვის, ის კანონი ვერ გახდება. არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს უნდა დამტკიცდეს. რასაც ექსტაზებში შესული გვარამია იტყვის, ვერ გახდება საფუძველი. მან ეს უნდა დაამტკიცოს”,
– განაცხადა ივანიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.