ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ქველმოქმედების არასრული სია 2012 წლის არჩევნების შემდეგ

ფონდი „ქართუს” რაგბის პროგრამის ფარგლებში, რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნა

მარტყოფში, ფონდი „ქართუს” რაგბის პროგრამის ფარგლებში, რაგბის გადამზადების კიდევ ერთი ცენტრი გაიხსნა.

„ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა” მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდობაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

„ქართუს“ ინფორმაციით, პროგრამა გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რაგბის თანამედროვე სპორტული კომპლექსების აშენებას, აღჭურვასა და შემდგომ მხარდაჭერას, რათა მოზარდებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჰქონდეთ შესაძლებლობა ივარჯიშონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

ფონდი „ქართუს“ რაგბის პროგრამის ყველა პროექტს აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს ეროვნული და საერთაშორისო დონის შეხვედრებს.

მარტყოფის რაგბის გადამზადების ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებულ კომპლექსს, რომელშიც გაერთიანებულია: ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, განათებით და სარწყავი სისტემით, 724 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა საშხაპეები, სატრენაჟორო, საკონფერენციო დარბაზი 64 ადგილიანი სასტუმრო, სრული ინფრასტრუქტურით და ჰელიოსისტემით „ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა” მოიცავს 16 სარაგბო კომპლექსს, რომელთაგან უმრავლესობა უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია შესული.

ამ ეტაპზე პროგრამაზე დახარჯულია 100 მლნ ლარი, რაც გულისხმობს, როგორც სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას, ისე საქართველოს ნაკრების კომპლექსურ დაფინანსებას. „ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა” მომავალში გაგრძელდება „ფონდი ქართუს რაგბის პროგრამის” სპორტული სარაგბო ობიექტების სია: 1.ასპინძის რაგბის ბაზა (დასრულებული) 2.ფოთის რაბის ბაზა (დასრულებული) 3.ბათუმის რაგბის ბაზა (სრულფდება) 4.თელავის რაგბის ბაზა (მიმდინარე) 5.გორის რაგბის ბაზა (დასრულებული) 6.სენაკის რაგბის ბაზა (მიმდინარე) 7.სტადიონი შევარდენი თბილისში (დასრულებული) 8.სტადიონი სინათლე(ავჭალა) (დასრულებული, მიმდინარეობს განათების აფგრეიდი) 9.თბილისის ლოკომოტივის ბაზა (დიღომი)(მიმდინარე) 10.თბილისი დიდი დიღმის ბაზა (დასრულებული) 11.მარტყოფის რაგბის ბაზა (დასრულებული) 12.რუსთავის რაგბის ბაზა (დასრულებული) 13.ქუთაისის რაგბის კომპლექსი (დასრულებული) 14.ქუთაისის რაგბის ბავშვთა აკადემია (მიმდინარე) 15.თბილისის მოზარდ რაგბისთა ბაზა ვარკეთილში (დასრულებული) 16. თბილისის რაგბის ბაზა ნუცუბიძის პლატოზე (მიმდინარე).

ფონდ „ქართუს” დაფინანსებით გორში ახალი სარაგბო კომპლექსი გაიხსნა

სარაგბო კომპლექსი ფონდ „ქართუს” დაფინანსებით აშენდა და მის მშენებლობასა და კეთილმოწყობაში მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯა.

გორის სარაგბო კომპლექსი აერთიანებს ბუნებრივსაფარიან და ხელოვნურსაფარიან მოედნებს.

სტადიონის ტრიბუნა 2500 მაყურებელს იტევს. ახალი სარაგბო კომპლექსი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშილმა, საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტ გოჩა სვანიძესთან და გორის მერ ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად გახსნა.

 „ქართუ” ოზურგეთის თეატრის რეაბილიტაციას იწყებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოზურგეთის თეატრის რეაბილიტაციას „ქართუ“ ხვალიდანვე დაიწყებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ოზურგეთში ისაუბრა.

 

„თეატრი გამომრჩენია და ძალიან ვწუხვარ. როგორ დამემართა. ხვალიდანვე დაიწყება რეაბილიტაცია”, – განაცხადა ივანიშვილმა ოზურგეთის თეატრში, სადაც ყოფილი პრემიერი ჟურნალისტებს და მოქალაქეებს ხვდება.

ბიძინა ივანიშვილმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სასტუმროს მშენებლობა დააფინანსა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე “ფონდმა ქართუმ” სასტუმროს მშენებლობა 300 000 ლარით დააფინანსა.

 „ქართუმ” საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო

მთავრობამ დღეს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პროგრამის მიხედვით გაწერილია სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიქმნას საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი 2000-ზე მეტი დასახელების ქალაქისა და სოფლისათვის.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო პროგრამა კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.

„მოგეხსენებათ, რომ თვეების წინ ჩვენ მივიღეთ სტრატეგია. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი საქართველოს ტერიტორია იდენტიფიცირებულ და დაყოფილი იქნა რამდენიმე ზონად. სახელმწიფო პროგრამა ფაქტობრივად, კერძო სექტორთან ერთად, ისე მომზადდა, რომ განისაზღვრა სხვადასხვა დაინტერესების ზონები და არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული ან საერთოდ არ არსებობს დღეს ინტერესი და ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, რომ ინტერნეტი იქნას შეყვანილი, მთლიანად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. ეს პროგრამა, სავარაუდოდ, წინასწარი ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე, ვინადაინ ინფორმაციის წვდომა არის მთავარი წინაპირობა თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების. ვფიქრობთ, რომ როგორც განათლებისთვის, ისე ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის, ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ძალიან კარგია, რომ ჩვენ ასეთ მოკლე პერიოდში შევძელით ისე დაგვესტრუქტურირებინა ეს პროექტი, რომ მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო ბევრი თავლსაზრისით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტი ხორციელდება ფონდი „ქართუსა“ და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია Open Net, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება პარტნიორობა კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის.

„მნიშვნელოვანია, რომ ქსელი აგებული იქნება თავისუფალი დაშვების პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ ავაგებთ, ექნება არა მხოლოდ ტექნიკური თავსებადობა, არამედ ბიზნესპრინციპი იქნება ის, რომ ნებისმიერი პროვაიდერი, რომელიც შემდგომში მოინდომებს, რომ მიუერთდეს ამ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, იქნება დაშვებული მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაზე. ასე, რომ ეს არის მკაფიო მაგალითი, ერთი მხრივ, ქველმოქმედების და მეორე მხრივ, ისეთი პროექტი, რომელიც არის ნამდვილად თვალსაჩინო მაგალითი კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარნიტორობის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 ფონდ “ქართუს” მიერ საქართველოში კიდევ ხუთი სარაგბო ბაზა შენდება

საქართველოს რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდ “ქართუს” მიერ აშენებული რაგბის მოედნები ჟურნალისტებმა დაათვალიერეს.

გორის ნაგავსაყრელზე ევროსტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენებისათვის ფონდმა 5 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

საქართველოში ყველაზე დიდი ქუთაისის სარაგბო კომპლექსი კი 4 მოედანს აერთიანებს, აქედან 3 ბუნებრივი საფარით არის დაფარული.

ბაზაზე მორაგბეებისათვის შენდება სასტუმროც, სადაც ჩემპიონატის დროს სპორტსმენები დაბინავდებიან. სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და მასზე 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სრულად, ქუთაისის სარაგბო კომპლექსის მშენებლობა ფონდ „ქართუს” 12 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა და ცენტრალური მოედანი ერთდროულად 4870 მაყურებლის მიღებას შეძლებს.

ქალაქ ფოთში მდებარე სარაგბო ბაზა კი 2450 მაყურებელზეა გათვლილი და მშენებლობის ხარჯმა 7 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ფონდ „ქართუს”, საქართველოს მასშტაბით, 10 სარაგბო ბაზა აქვს აშენებული, 5 კი ამჟამად, მშენებლობის პროცესშია. ყველა ბაზაზე ბავშვებისათვის რაგბის შესწავლა უფასოა.

საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას ფონდი „ქართუ” აფინანსებს

საქართველოში, Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას ფონდი „ქართუ” აფინანსებს. კონცერტებიდან შემოსული თანხა კი, სრულად გადაირიცხება საქართველოს ბიუჯეტში. შეგახსენებთ რომ ურეკში,საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena 30 ივლისს , Christina Aguilera-ს კონცერთით გაიხსნა. ამავე დარბაზში 6 აგვისტოს მეოვილონე Vanesa Mae-მ გამართა კონცერტი. ხოლო 20 აგვისტოს საქართველოს ლეგენდალური ჯგუფი The Scropions ეწვია. როგორც ცნობილია, 2017 წლის 20 მაისს Black Sea Arena-ზე კონცერტს ასევე ლეგენდარული ჯგუფი Aerosmith გამართავს.

ბიძინა ივანიშვილმა BLACK SEA ARENA სახელმწიფოს აჩუქა

ბიძინა ივანიშვილმა 200 მილიონ ლარად შეფასებული,მის მიერ აშენებული Black Sea Arena სახელმწიფოს აჩუქა.

მისი მშენებლობა თითქმის 7 წელია მიმდინარეობს. დარბაზი დაახლეობით 10 000-მდე მაყურებელს იტევს. 25-მდე შშმ პირისთვის დარბაზის ცენტრში გამოყოფილია ადგილი ეტლით სარგებლობისთვის.

საკონცერტო დარბაზის მშენებლობაზე 700-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. “ურეკის საკონცერტო დარბაზის” მშენებლობაზე “ფონდმა ქართუმ” 200 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. სამშენებლო სამუშაოებს კომმპანია “ელიტა ბურჯი” და ასოციაცია “ატუ” ახორციელებდნენ. საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ 2000-მდე ავტომობილის პარკირებისთვის გამოყოფილია ადგილი. Bleack Sea არენა აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონდე უსაფრთხოების სისტემით.

განმუხურში ფონდი “ქართუ” ბოტანიკურ ბაღს გააშენებს

ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ განმუხურში, სამეგრელოსა და აფახაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან “ფონდი ქართუ” 83,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ბოტანიკური ბაღს გაშენებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე ნებართვის გაცემის საკითხს უყარა კენჭი. ასევე, შეიქმნა მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – “განმუხურის ბოტანიკური ბაღი”.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა გოგიამ განაცხადა: “იმ ადგილზე არის ჭაობი. პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა, რა ვადებში მოხდება ბაღის გაშენება და როგორი იქნება დაფინასება პროექტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი”.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, დამატებითი ქონების სახით გადაეცა.

ფონდმა „ქართუმ” წელს კულტურული მემკვიდრეობის 60-მდე ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

700-ზე მეტი ძეგლის შემდეგ, ფონდმა „ქართუმ” წელს კულტურული მემკვიდრეობის კიდევ 60-ამდე ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტში ფონდთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოცაა ჩართული. ამჟამად აქტიური მუშაობა აწყურის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის აღსადგენად მიმდინარეობს. გათხრების დასრულების შემდეგ ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებებია დაგეგმილი.

მიმდინარე წელს დაიწყება სამუშაოები სამხრეთ საქართველოში მდებარე 964 წელს აშენებული კუმურდოს ტაძრის რეაბილიტაციისთვის. ამჟამად ტაძარში ჩამოქცეულია გუმბათი და დამახინჯებულად აღდგენილია დასავლეთის მხარე. ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად არქეოლოგიური გათხრებიც დაიწყება.

ასპინძის რაიონში, სოფელ ოთასთან 5 კმ-ში მდებარე შორეთის სამონასტრო კომპლექსი, არქეოლოგების თქმით, მიწით იყო დაფარული. ძეგლის გადასარჩენად აქტიური მუშაობა 2015 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს კი სამუშაოებისთვის 130 000 ლარია გამოყოფილი.

ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგებმა კიდევ 3 სართული აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში ისინი კიდევ რამდენიმე სართულზე მნიშვნელოვან გამოქვაბულებს მიაკვლევენ.

ფონდმა „ქართუმ” ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია 2005 წელს დაიწყო და 10 წლის განმავლობაში პროექტებში 33 მილიონ ლარზე მეტი ჩადო. მიმდინარე წელს კი ძეგლების რესტავრაციისათვის ფონდს 11 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი.

ფონდი „ქართუ” ვარძიის რესტავრაციას ახორციელებს

ვარძიაში ფონდი „ქართუ” სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კედლების გამაგრება. სარესტავრაციო სამუშაოების ღირებულება 1 მილიონი ლარია.

ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას” ხელოვნების მუზეუმს გადასცა

საქართველო ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას „შველი წყლის პირას“ შეემატა. ნახატი ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად ფონდმა „ქართუმ“ გადასცა.

„შველი წყლის პირას“ ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა რის შემდეგად, იმავე წელს, Sotheby-ს აუქციონზე გაიყიდა, რამდენიმე წელიწადში კი ქართუ ჯგუფმა შეიძინა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც საზოგადოებას ნახატის დაბრუნება მიულოცა.

ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა/რესტავრაციის სამუშაოები დააფინანსა

ბიძინა ივანიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრის რესტავრაცია სრულად დააფინანსა. პროექტის ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით შექმნილი, ავსტრიული ბროლით დამზადებული 600 ნათურიანი ჭაღი; განათებისთვის საჭირო 12 000 ერთეული ავსტრიული ბროლის დეტალი ფონდმა „ქართუმ” კომპანია „სვაროვსკისგან” შეიძინა. თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით.

ფონდი „ქართუს” საჩუქარი ბოტანიკურ ბაღს

IUCN -ის საკონსერვაციო სტატუსის მქონე ეს ძვირფასი მცენარე პირველად შემოვიდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციაში. იშვიათი ეგზოტი უკვე ამშვენებს ბაღის საპარკე ნაწილს და თავისი სილამაზით იქცევს დამთვალიერებელთა ყურადღებას.

იუბეა (Jubaea) პალმების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია, რომელიც უმეტესად სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ კი, ჩილეში გვხვდება. მისი სიმაღლე 25 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე – 1.5 მეტრს.

იუბეას ხე თბილისის ბოტანიკურ ბაღს ფონდმა „ქართუმ” გადასცა.

ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით” სახელმწიფოს აჩუქა

საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის” აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი რვა მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი რვა მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორციელებას შეძლებენ.

„თაბორის” პროექტთან დაკავშირებით, ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეძლებს სავალდებულო პირობების ფარგლებში გამოცხადებული ან უკეთესი იდეის განვითარებას, თანაინვესტირების ფონდი მზად არის, იმავე პირობებით დაუთმოს საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ამასთან მას საჩუქრად გადაეცემა მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია „ფინსერვისის” კუთვნილებაში არსებული 10 ჰექტარი ნაკვეთი, რომელიც თავის დროზეც ინვესტორის მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად.

ბიძინა ივანიშვილი ასევე მზად არის, განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2 266 500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და ორ (2) მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას.

8 მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა არის უპრეცედენტო მოვლენა, რაც არათუ ერთ ცალკეულ ინვესტორს, არამედ 2012 წლამდე არსებულ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა.

განსაკუთრებულია ის სიახლეები და ექსკლუზივები, რომლებიც იქმნება ამ პროექტებით და რომელიც დედაქალაქისა და ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათები გახდება. სწორედ ასეთი გამორჩეული შეთავაზებები, ახალი სივრცეები შექმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიონაობის გასაზრდელად საერთაშორისო მასშტაბით.

წარმოდგენილი, პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებული რვა (8) პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 574 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან, დღეის მდგომარეობით პროექტებში უკვე ინვესტირებულია 216 მლნ ლარი.

შთამბეჭდავია სხვა სოციალური სიკეთეები, რომლებიც პროექტების განხორციელების შედეგად იქმნება: მშენებლობების პროცესში ჯამურად დასაქმდება 15 000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2 500 ადამიანი.

პროექტების ჩამონათვალი:

1.სასტუმრო „შეკვეთილი”

ინვესტიციის მოცულობა 75 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2016 წელს

 

  1. I სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე

ინვესტიციის მოცულობა 9 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2017 წელს

  1. II სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე

ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2019 წელს

4.სასტუმრო „თავისუფლების მოედანი”

ინვესტიციის მოცულობა 90 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2018 წელს

5.თაბორის პროექტი

ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2018 წელს

6.სასტუმრო „განმუხური”

ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2018 წელს

 

7.სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „მაგნოლია”

ინვესტიციის მოცულობა 80 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2019 წელს

8.სასტუმრო „სოლოლაკი”

ინვესტიციის მოცულობა 200 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2019 წელს

 

ზუგდიდში რაგბის სტადიონის მშენებლობას „ქართუ” აფინანსებს

ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება. სტადიონის მშენებლობას სრულად, „ქართუ ჯგუფი” დააფინანსებს.

ავტორ(ებ)ი : qartuliazri.ge

Comments
Loading...