“ბიძინა ივანიშვილმა ხელმეორედ მოკლა ირინა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანი”

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ლევან მურუსიძის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით დღეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრაზე სამოქმედო გეგმას განიხილავენ და შეჯერდებიან საერთო პოზიციაზე რა ფორმით მოხდება მურუსიძის დანიშვნის გაპროტესტება. დღესვე უნდა გახდეს ცნობილი კონკრეტულად როდიდან დაიწყება აქციები.

“ბიძინა ივანიშვილმა დღეს ხელმეორედ მოკლა ირინა ენუქიძე, ხელმეორედ მოკლა გირგვლიანი, ხელმეორედ აწამა მიქიაშვილი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს ვანდალური ფაქტი, რაც გააკეთა ხელისუფლებამ და როდესაც მურუსიძე, რომლის სახელთანაც ასოცირდებოდა ძალიან ბევრი უკანონობა, სავარაუდოდ, დანიშნა სამუდამოდ მოსამართლის თანამდებობაზე“, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.