ბიძინა ივანიშვილს შალვა თუთახაშვილის მკვლელობის დამკვეთად ასახელებენ

შალვა თათუხაშვილის მამა, შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გიორგი თათუხაშვილი, რომელიც დღეს ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას გეგმავდა, სტრასბურგში იმყოფება. ის საკუთარი შვილის მმკვლელობის დამკვეთად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. თათუხაშვილს პრტენზიები მთავარ პროკურორთანაც აქვს.

“საქართველოს პროკურორის ნახვა მინდა, ძალიან ბევრი შეკითხვებია ჩემი შვილის მკვლელობასათან დაკაშირებით და პასუხები უნდა მივიღო. უნდა გავაჩერო და დაველაპარაკო თუ არა და მაგასაც იგივე ბედი ელის, რაც ქირიას ზუგდიდში. ჩემი შვილის საქმე მაგის შეკერილია, მაქვს ყევლა საბუთი და შემიძლია დავადასტურო. ეს ყველაფერი ივანიშვილის ხელმძღვანელობით არის გაკეთებული, ივანიშვილი არის დამკვეთი“, – განაცხადა გიორგი თათუხაშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურორის თქმით, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ საქმის მასალებს გაეცნონ.

“ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს ამ საქმეში, მათ ოჯახს არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ საქმის მასალებს, ეს შესაძლებლობა მათ ახლაც აქვთ და ამ საქმის შესახებ ჩვენ საკმაოდ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ. ჩვენ მზად ვართ დავკითხოთ ნებისმიერ დროს, როცა ის ისურვებს. ექსპერტიზა ჩატარებულია და გარდაცვალების მიზეზები დადგენილია“, – განაცხადა შოთაძემ.

Comments
Loading...