“ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, წასვლა მოუწიოს არასაარჩევნო მეთოდებით” – შალვა ნათელაშვილი

არასაპარლამენტო ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს ხვდება. შეხვედრის ორგანიზება თავად პარტიების ლიდერებმა მოითხოვეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე გეგმავენ მსჯელობას. პარტიების ლიდერები და ელჩები უკვე შეიკრიბნენ დახურულ კარს მიღმა.

შეხვედრის მთავარი თემა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს.

შეხვედრაზე ოპოზიცია სწორედ 2016 წლის არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს.

“ივანიშვილი მოვიდა არჩევნების გზით, მაგრამ თუ არ გაატარა მან საარჩევნო რეფორმა და ისე დატოვა ყველაფერი, როგორც დღეს არის, შესაძლოა, წასვლა მოუწიოს არასაარჩევნო მეთოდებით,“ – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

Comments
Loading...