ბიძინა კუჭავას მეუღლე: ოჯახის პოზიცია ეჭვებთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამყარდა

ბიძინა კუჭავას კუთვნილი ავტომანქანის მორიგი დათვალიერებისას, რომელიც 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და კუჭავას მეუღლე ადვოკატთან ერთად ესწრებოდა, უკანა სავარძლის ქვეშ, მაკაროვის ტიპის ცეცხლსასსროლი იარაღი მჭიდთან ერთად აღმოაჩინეს.
„ბიძინა კუჭავა სახლიდან გავიდა 2016 წლის 16 იანვარს საღამოს 10:00 საათზე, მისი მანქანა ნაპოვნი იქნა მეორე დილით, 17 იანვარს ცაგარელის ქუჩაზე. გასაღები არ არის ნაპოვნი. მანქანა 2 დღის განმავლობაში ცაგარელის ქუჩაზე იდგა ღია, გახსნილ მდგომარეობაში. მანქანა დათვალიერებული და დალუქული იქნა და მერე გადმოყვანილი. დღეს მანქანის დამატებითი დათვალიერებისას აღმოჩნდა იარაღი. ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელია, გავარკვევთ ვის ეკუთვნის ეს იარაღი, მას ეკუთვნის თუ არა”– განაცხადა ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.
გარდაცვლილის მეუღლე, მარინა ნიკოლოზაშვილი კი აცხადებს, რომ ეჭვები უფრო გამყარდა და კითხვებიც გაჩნდა. „ოჯახის პოზიცია გამყარდა ეჭვებთან დაკავშირებით, ის ეჭვები ისევ დარჩა, რა ეჭვებიც იყო და უამრავი კითხვა კიდევ დამემატა. ისევ და ისევ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა“,-აღნიშნა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

Comments
Loading...