ბიძინამ არ გაამართლა, მიშას არ უშვებენ, სხვები პერსპექტივას ვერ სთავაზობენ- შაშკინი NDI-ის კვლევაზე

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო კვლევის შედეგებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეხმაურება. შაშკინის თქმით, კვლევის შედეგებმა მოსახლეობის განწყობა აჩვენა, იმასთან დაკავშირებით რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხის იმედები ვერ გაამართლა, ქვეყანაში არ უშვებენ ყოფილ პრეზიდენტს, სხვა პოლიტიკური ლიდერები კი საზოგადოებას ახალ პერსპექტივებს ვერ სთავაზობენ:

„NDI-ს ბოლო კვლევამ ასევე როგორც IRI-ს რამდენიმე თვის წინ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მძიმე ეკონომიკურ – სოციალურ სიტუაციას ქვეყანაში. საზოგადოება არის გახლეჩილი 3 ნაწილად, დაახლოებით 1/3-ს ყველაფერი აწყობს, ისინი ან მათი ნათესავები არიან დასაქმებულები სახელმწიფო სტრუქტურებში და ცხოვრობენ ბიუჯეტის ხარჯზე, 1/3 შეგუებულია უიმედობას, და 1/3 აქტიურად გამოხატავს პროტესტს. ერთი წინადადებით რომ დავახასიათო სიტუაცია: ბიძინამ არ გაამართლა იმედები, მიშას ქვეყანაში არ უშვებენ, სხვა არსებული პოლიტიკური ლიდერები ვერ სთავაზობენ პერსპექტივას.“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა “ნიუპოსტთან” საუბრისას.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...