ბინალი ილდირიმი: აშშ არაფერს აკეთებს ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ გახლიჩონ თურქული საზოგადოება.

მისი თქმით, ძალები, რომლებიც სისხლიანი ტერორისტული აქტების უკან დგანან, ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზნებს.

თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც ყველა რელიგიების წარმომადგენლებიკანონის დაცვის ქვეშ არიან“, – აღნიშნა ილდირიმმა.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა „ევფრატის ფარის” ოპერაციაზე.

„133 დღის განმავლობაში სირიაშიდაეშის” (.. „ისლამური სახელმწიფოსარაბულიაკრონიმი) 1270 ტერორისტია განადგურებული.

მხოლოდ თურქეთი ებრძვის ჭეშმარიტად ტერორისტებს, ხოლო სხვები მხოლოდსაუბრობენ. აშშ არაფერს აკეთებს ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ისევეროგორც სხვები. მხოლოდ ყბედობენ“, – განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

 

REPORTIORI.GE

Comments
Loading...