ბიო ნარკოტიკების მიღების შემდეგ 9 ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს

გუშინ გამთენიისას 9 ახალგაზრდა მამაკაცი მწვავე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბიო ნარკოტიკები მიიღეს. შემთხვევა რუსთავში ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად დაფიქსირდა. მათ შორის მე-20 მიკრორაიონში, სადაც  5-მა  ახალგაზრდამ გვიან ღამით ბიო ნარკოტიკი მიიიღო, რის შემდეგაც ყველა მათგანი  ცუდად გახდა, თვითმხილველების თქმით, ისინი მიწაზე უგონოდ ეყარნენ და კანკალი და კრუნჩხვა აღენიშნებოდათ, ადგილზე  სასწრაფო დახმარების 3 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა იმავე დროს მე-15 მიკრორაიონშიც, ოთხმა ახალგაზრდამ იგივე ნარკოტიკული საშუალება მიიღო. ცხრავე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის კი ყველა მათგანი ბინაზეა გაწერილი.

Comments
Loading...