ბიონსემ და ჯეი ზიმ დასვენებაში 30 მილიონი დოლარი დახარჯეს


გაიხსენეთ ზაფხულის არდადეგები და შვებულება, კარგად გემახსოვრებათ რამდენიმე ლარი დაგიჯდათ ზღვისპირეთში ერთი ვიზიტი, ან რამდენი იმუშავეთ იმისთვის, რომ დასასვენებლად კაპიკები გადაგენახათ, ახლა კი ბიონსესა და ჯეი ზის შეხედეთ – შეგიძლიათ, თავისუფლად აივსოთ შურით, ვერავინ გაგამტყუნებთ, როგორც ირკვევა, ერთი წლის განმავლობაში წყვილმა დასვენებაზე, იახტით სეირნობაზე, ერთ ღამის საუკეთესო ვილებში გატარებაზე სულ რაღაც 30 მილიონი დოლარი დახარჯა – მერე რა, რომ მათი საერთო ბიუჯეტი თითქმის 800 მილიონს უტოლდება, ასე რომ, გახარჯული ასტრონომიული თანხა დიდად ვერაფერს ცვლის.

წყვილმა 2015 წელი მოგზაურობაში გაატარა, მათთან ერთად იყო ქალიშვილი, ბლუ აივიც – მუსიკოსების ოჯახმა ერთად მოიარა ხმელთაშუა ზღვის კუნძულები, იტალია, საფრანგეთი, ჰავაი, ტაილანდი, კარიბის კუნძულები. ისინი მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ თითოეული დღე წინასგან განსხვაბული, გამორჩეული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, ამაში არც ფულს ინანებდნენ.

საუკეთესო სასტუმროებში ათენებდნენ ღამეს, მათ მიერ დაქირავებული ვილებიდან კი თითოეულში ერთი ღამის გატარება მინიმუმ 7 000 ათასი დოლარი ჯდებოდა. საერთო ჯამში გახარჯულმა თანხამ 30 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც მთავარია, წყვილი კუნძულიდან კუნძულზე, თუ ქვეყნიდან ქვეყანაში გადასაადგილებლად ძირითადად კერძო იახტებსა და კერძო თვითმფრინავებს ქირაობდა, სელებრითები რა თქმა უნდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ კადრულობდა, შესაბამისად, მათი ბიუჯეტიც იმაზე ბევრად მეტად შემცირდა, ვიდრე საზოგადოების საშულო ფენის წარმომადგენლებს ეხარჯებათ ხოლმე შვებულებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.