“ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ის ორიენტირებულია ხალხზე” – კახა კალაძე

მომავალი წლის ივლისიდან პენსიის გაზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციზე კომენტარებს აკეთებენ მთავრობის წევრები.

“ჩვენ ვიცით, რამდენად მძიმეა სოციალური მდგომარეობა და ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ზოგადად, ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ის ორიენტირებულია ხალხზე,” – განაცხდა ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ბიუჯეტი გაიზარდა, შესაბამისად, როგორც საგადასახადო შემოსავლების ნაწილი, ასევე დეფიციტური მუხლები უკვე პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.