ბლატერი “ნერვული შოკით” საავადმყოფოში მოათავსეს

ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სეპ ბლატერი “ნერვული შოკით” გასულ კვირაში საავადმყოფოში მოათავსეს.

სპეციალისტი ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, თუმცა საავადმყოფოში მომავალი კვირის სამშაბათამდე დარჩება.

5 დღის წინ ბლატერის ადვოკატმა, რიჩარდ კალენმა განაცხადა, რომ ნერვიულობის ფონზე შვეიცარელ სპეციალისტს ჯანმრთელოასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და შემოწმებას საავადმყოფოში გადიოდა, თუმცა მან ასევე დასძინა: “ის კარგად არის და იმედოვნებს, რომ სახლში მალე დაბრუნდება”.

შეგახსენებთ, რომ სეპ ბლატერი ფიფას სათავეში 1998 წლის 29 მაისს ჩაუდგა და პოსტზე 5-ჯერ იქნა არჩეული. 2 ივნისს კორუფციაში ბრალდებების გამო მან განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს. კონგრესმა ახალი არჩევნების თარიღად 2016 წლის 26 თებერვალი ჩაინიშნა, მანამდე კი ბლატერი ფიფას პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.

25 სექტემბერს შვეიცარიის ფედერალურმა ბიურომ ბლატერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იგი ეჭვმიტანილია სამსახურეობრივ გულგრილობასა და მითვისებაში. ფიფას პრეზიდენტი ასევე ეჭვმიტანილია პლატინისთვის 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ქრთამის გადაცემაში. პლატინიმ აღიარა, რომ მან აიღო თანხა ბლატერისგან, თუმცა ეს კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.

ფიფას ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით კი სეპ ბლატერი და მიშელ პლატინი პოსტებს 90 დღით ჩამოაშორეს

Comments
Loading...