Bloomberg: ევროპა ფინანსურ ხაფანგშია

კორონავირუსის მიერ გამოწვეული სირთულეების გამო,ევროპა ფინანსურ ხაფანგშია.ევროპის ცენტრალურმა ბანკმა(ECB) აქტიურად უნდა შეიძინოს ევროკავშირის წევრი სახელწმიფოების ობლიგაციცები,რათა მათ შეძლონ სახსრების მიმართვა მოქალაქეებისა და ბიზნესის ეკონომიკური დახმარებისაკენ. ამის შესახებ წერს Bloomberg.

თუმცაღა,ზემოთაღნიშნული პრაქტიკა,ფაქტობრივად,ჩამოშლის საზღვრებს ECB-ს მონეტარულ პოლიტიკასა და ეროვნული მთავრობების ფისკალურ პოლიტიკას შორის.

საერთოევროპული რეგულატორი ამ პრობლემის წინაშე დადგა იმის გამო,რომ ევროზონის წამყვანი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან ობლიგაციების გაცემას.მდიდარი სახელმწიფოები არ არიან მზად,საკუთარ თავზე აიღონ სრული პასუხისმგებლობები და ისინი მხოლოდ დაკრედიტების მექანიზმებს განიხილავენ.

Comments
Loading...