,,ბნელი დაჯგუფების“ წევრი მეუფე პეტრე და ,,პატრიარქის ერთგული შორენა“ – ნანა კაკაბაძე ციანიდი საქმეზე

ნანა კაკაბაძე ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი თვლის, რომ ის საპატრიარქოსთვის დარტყმის მისაყენებლად გამოიყენეს.

“ფიქრობს, რომ ის გამოიყენეს საპატრიარქოს წინააღმდეგ. ის რომ პეტრეს (ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მამა პეტრე ცაავა) და მის ბნელ დაჯგუფებას, რასაც ჩვენ ეკლესიაში არსებულ ბნელ დაჯგუფებას ვეძახით ხოლმე, მისთვი რომ მიუღებელი იყო შორენა, იცოდა, რა თქმა უნდა. ამ კონკრეტულ სიტუაციაში კი ფიქრობს, რომ ის იყო იარაღი საშუალება დაერტყათ ეკლესიისთვის და საპატრიარქოსთვის, ჩაეყენებინათ თავის მართლების პოზიციაში და მომხდარიყო ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ინსტიტუტის დისკრედიტაცია. დღეს პეტრეს ქმედებებმა ეს სანდოობა შეარყია და გააჩინა კითხვები, მიზანს მიაღწიეს, შედეგი დადეს”- თქვა კაკაბაძემ.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ “ჭყონდიდელი მიტროპოლიტის განცხადებები ნათელყოფს იმას, რომ იქ იყო ხელყოფა გამიზნული”.

“პეტრეს გამოსვლები, გამოძიებას ამყარებს, გამოძიებაში რა ხდება, მტკიცებით ფორმაში რთულია თქვა, მაგრამ რასაც პეტრე აკეთებს ეს უფრო დიდი მტკიცებულებაა ჩემთვის ვიდრე ის რაც პროკურატურამ გააკეთა. პეტრეს ქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ გული გაუხეთქოს და მოკლას. თუ ის ფიქრობდა, რომ რომელიმე მეუფე ან შორენა არ იქცევა სწორად, ამას პატრიარქთან გაარკვევდა. შენ პეტრე რომ ხარ და ის პატრიარქია და ვინაიდან მას ეს პოზიცია აქვს, და თუ მისი ერთგული ხარ საჯაროდ რატომ გამოდიხარ და რატომ ურტყამ პატრიარქს?! ვისზე იძახი რომ დამიმტკიცოს ის მართავს თუ არა პროცესებსო? – რა პეტრემ არ იცის ვინ მართავს? როცა ამას აკეთებ სხვა რაა თუ არა… ამ ასაკში ადამიანს ციანიდით მოკლავ თუ ამ ამბით გაუხეთქავ გულს რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტიურად გამოძიების ვერსია მყარდება იმით, რასაც პეტრე აკეთებს”- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

 

newposts.ge

Comments
Loading...