ბოდიში „კურიერის“ ჟურნალისტებს ამას რომ ვახსენებ, მაგრამ ვიტყვი… – გრიგოლია

„ჩვენ, ყველას ერთად გვჭირდება კრიტიკული ტელევიზია“, – განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციაზე, ტელეკომპანიის ეთერში საუბრისას.
„ჩემი მოგონებებიდან გამომდინარე მახსოვს, ის ადამიანი ვინც დღეს იბრძვის სამართლიანობის აღდგენისთვის და მაშინ მფლობელი იყო ტელეკომპანიის, ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ვიტყვი, ჩვენ იმ პერიოდში „იმედზე“ ვაშუქებდით სანდრო გირვლიანის, ბუტა რობაქიძის, უფლებაშელახული ადამიანების თემას, სახლ-კარიდან გამოყრილი ადამიანების, თაბუკაშვილის ქუჩიდან გამოყრილი ადამიანების თემას და ა.შ. მახსოვს, მაშინდელ „კურიერში“ (ბოდიში „კურიერის“ თანამშრომლებს, რომ ამას ვახსენებ) როცა ქვეყანა ინგრეოდა და ამას ვაშუქებდით, „რუსთავი 2“ -ზე იჯდა მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კურიერის წამყვანები მას კითხვებს უსვამდნენ რეფორმებზე, ამ დროს გადმორთავდი „იმედზე“ და იქ იყო საუბარი იცით რაზე? – რა მოხდა სანდრო გირგვლიანის თავს… მე ეს მახსენდება იმ ადამიანთან დაკავშირებით ვინც დღეს იბრძვის „რუსთავი 2“ – ის დასაბრუნებლად. ამიტომ მე მაქვს ჩემი კითხვები და მომეცით უფლება მქონდეს ჩემი რეაქცია“, -აცხადებს გრიგოლია.

Comments
Loading...