“ბოდიშს ვუხდი ზაზა ფაჩულიას. All Star-ის გამოკითხვისთვის სათანადო ყურადღება არ მიმიქცევია”

“დალას მავერიქსის” მფლობელი მარკ კუბანი გუნდის ქართველ ცენტრს, ზაზა ფაჩულიას ბოდიშს უხდის.

მისი თქმით, „ყველა ვარსკვლავის“ გამოკითხვისთვის შესაბამისი ყურადღება არ მიუქცევია, თორემ რეიტინგში პირველ ადგილზე ფაჩულიას გასაყვანად ყველა კავშირს გამოიყენებდა.

“ბოდიშს ვუხდი ზაზა ფაჩულიას. All Star-ის გამოკითხვისთვის სათანადო ყურადღება არ მიმიქცევია. რომ მცოდნოდა, ყველაფერი ასე დასრულდებოდა, ზაზას მხარდასაჭერად ყველა კავშირს გამოვიყენებდი და მას პირველ ადგილზე გავიყვანდი“, – აცხადებს კუბანი.

„ყველა ვარსკლავის“ მატჩში მონაწილეობის მისაღებად, ზაზა ფაჩულიამ გამოკითხვაში 768 112 ხმის დაგროვება შეძლო. მას სამეულში მოსახვედრად 14 227 ხმა დააკლდა და რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

სამეულში კი, კევინ დურანტი, კავი ლეონარდი და კობი ბრაიანტი მოხვდნენ.

NBA-ის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი 14 თებერვალს, ტორონტოში გაიმართება.

Comments
Loading...