“თქვენს შორის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური წონა, პოლიტიკური მოქმედება გვაჩვენოს?”; – ასე მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს.
“გავიგე მთავრობის პოზიცია, რომ მათ არ აქვთ პოზიცია კითხვაზე რატომ მოატყუეს ამომრჩევლები, ახლა მაინტერესებს უმრავლესობის წევრების პოზიცია – თქვენს შორის არის ადამიანი, რომელსაც უნდა გვაჩვენოს რომ წონა აქვს? შეგიძლიათ თუ არა მძიმეწონოსანი გეგმა აწიოთ? გაიაროთ კონსულტაცია იგივე ზურაბ ჭიაბერაშვილის გეგმაზე, რომელიც გადასახადების კლებას ეხება?! ამას მძიმეწონოსნობა სჭირდება, რაც თქვენ არ გაქვთ.
გვანახეთ, რომ რაღაც შეგიძლიათ. გვანახეთ, რომ შეგიძლიათ იზრუნოთ ამომრჩევლებზე და ბრმად არ ასრულებთ იმას, რასაც მთავრობა გეუბნებათ. გეყოთ უნარი და იმოქმედეთ პოლიტიკურად. სხვაგვარად ეს ყველაფერი თქვენი მხრიდან მთავრობის მოფერებაა, რომელიც ამ ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავს”,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
წყარო : ipress.ge