ბოლივიაში მაღაროელებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მოკლეს (ფოტო)

მაღაროელებმა ბოლივიაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რუდოლფო ილიანესი მოკლეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მაღაროელებმა ის მძევლად მაშინ აიყვანეს, როდესაც ილიანესი მათთან მოსალაპარაკებლად მივიდა.
მინისტრის მოადგილე მძევლად ქალაქ პანდუროში აიყვანეს. ის მაღაროელებთან მივიდა, რათა დაერწმუნებინა ისინი, საავტომობილი გზა გაეხსნათ.
მაღაროელების საპროტესტო აქციები ბოლივიაში უკვე ორი კვირაა გრძელდება. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. პოლიციასთან შეტაკებების დროს აქციის ორი მონაწილე დაიღუპა და 17 პოლიციელი დაიჭრა.
14159229_10206664518203240_901782134_n
14137759_10206664518163239_1883393261_n

 

წყარო: კვირა

Comments
Loading...