ბოლო 1 თვეში, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.4%-ით გაძვირდა

საქსტატის ინფორმაციით, აპრილში სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით, წინა წელთან შედარებით კი 6.1%-ით გაიზარდა.

ბოლო 1 თვეში გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ჯამში 1.4%-ით.

ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (8.8%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (7%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (1.6%). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-0.9%) და თევზეულზე (-0.6%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7%-ით, მათ შორის ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.3%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.4%).

წლიურ ჭრილში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებზე 7.6%-იანი მატება დაფიქსირდა.

Comments
Loading...