ბოლო მონაცემებით H1N1 ვირუსით 9 ადამიანია გარდაცვლილი

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ აჭარაში ორი დღის წინ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი H1N1 ვირუსს, ე.წ. ღორის გრიპს ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში ამ დროისთვის ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 62 ნიმუში, მათ შორის 40 შემთხვევაში H1N1 ვირუსი დადასტურდა.

“ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში ე.წ. ღორის გრიპის 40 შემთხვევა დაფიქსირდა. 11 პაციენტი რჩება სტაციონარში, მათ შორის, 3 ბათუმის რეანიმაციაში, 3 პაციენტი გარდაიცვალა, 26 კი სრულად გამოჯანმრთელდა”, – აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

Comments
Loading...