ბოლო მონაცემებით, ტრამპს 247 ხმა აქვს მიღებული და გამარჯვებას მხოლოდ 13 ხმა აშორებს

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის „რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამს ამომრჩეველთა კოლეგიაში 247 ხმა აქვს მიღებული, მის „დემოკრატ“ კონკურენტ ჰილარი კლინტონს კი – კვლავ 215.

არჩევნების პირველადი მონაცემებით, ტრამპმა გამარჯვება ამერიკის საკვანძო შტატებში მოიპოვა, რასაც არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად, პრეზიდენტობის კანდიდატს 538-წევრიანი ამომრჩევლის კოლეგიიდან 270 წევრის ხმა სჭირდება, რასაც „რესპუბლიკელ“ კანდიდატს მხოლოდ 13 ხმა აშორებს.

ამასთან, ივარაუდება, რომ ტრამპი გამარჯვებას ალიასკაშიც მოიპოვებს, სადაც საარჩევნო უბნები ჯერჯერობით დახურული არ არის.

Comments
Loading...