“ბოლო მოვლენები გვიკარნახებს, რომ წინასწარ უნდა ვხედავდეთ, რა საფრთხე ელოდება ქვეყანას”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, საპატრიარქოში, საქართველოში მოღვაწე მუფთებს უმასპინძლა. ილია მეორის თქმით, მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, მუსულმანურ რელიგიასთან, კავშირი არ აქვს.

პატრიარქმა მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლებს თხოვა, გამოეთქვათ აზრი თუ რა გზები არსებობს საფრთხეებისგან თავის ასაცილებლათ

“ბოლო მოვლენები გვიკარნახებს იმის შესახებ, რომ წინასწარ უნდა ვხედავდეთ, რა საფრთხე ელოდება ქვეყანას, ხალხს”,- ბრძანა პატრიარქმა.

“ეს შევხედრები ხშირი უნდა იყოს, რადგან ვაჩვენოთ ხალხს, რომ გვიყვარს ერთმანეთი, ვართ ქართველები და ვერავინ ვერავის დაგვიშავებს. ძალიან მიხარია, რომ გავიცანი პატრიარქი და მქონდა თბილი შეხვედრა”,- განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ.

Comments
Loading...