“ბოლო სამ წელიწადში უმუშევრობა შემცირდა 2.6 პროცენტით”, – პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას ეკონომიკური საბჭოს შექმნაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის მეტი კოორდინირებულობის და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად ჩამოყალიბდა.

პრემიერის განმარტებით, მთავრობის გუნდი მოწოდებულია განახორციელოს ინტენსიური რეფორმები, რომელიც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შედეგად ყველა სფეროში წინსვლას გახდის შეუქცევადს.

“2003-2012 წლებში უმუშევრობა 3,5 პროცენტით გაიზარდა. ბოლო სამ წელიწადში უმუშევრობა შემცირდა 2.6 პროცენტით. 2014 წელს საწარმოებსა და ორგანიზაციებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ შეადგინა 930 ათასი ადამიანი. ეს დაახლოებით, 90 ათასით მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით,” – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.