ბოლო სამი წლის განმავლობაში 90 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა

კახა კალაძის თქმით, სამუშაო ადგილებს სახელმწიფო ვერ შექმნის, სამუშაო ადგილები ბიზნესმა უნდა შექმნას:
„პირველი ივლისიდან პენსია იქნება 180 ლარი. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მძიმეა სოციალური მდგომარეობა და ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ზოგადად, თუ ჩვენ ბიუჯეტს გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ორიენტირებულია ხალხზე, ადამიანზე. ზუსტად ეს არის ის პროგრამა, პროექტი, რომელიც თავიდანვე, წინაასაარჩევნოდ 2012 წელს იყო გაჟღერებული და ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი.
სახელმწიფომ, მთვარობა, ყველანაირად ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესს, თავისი ახალი კანონების შემუშავებით, რეგულაციების გამარტივებით. ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი პროექტია განხორციელებული, თუნდაც ავიღოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დაახლოებით, 139 ახალი საწარმოა არის შექმნილი. ბოლო სამი წლის განმავლობაში 90 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს არის კერძო სექტორი. მე მესმის, ეს შეიძლება არ არის ძალიან ბევრი, თუმცა პროგრესი არის. ეს პროცესი დაწყებულია და ამას ვერაფერი შეაჩერებს”
, – განაცხადა კალაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.