ბონდო მძინარაშვილი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ სისტემური და ორგანიზებული დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება!

მედიაკავშირ „ობიექტივის” მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი 11 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სარჩელს ეხმიანება, რომელიც მათ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში შეიტანეს. ორგანიზაციები „ობიექტივის” ეთერში გავრცელებულ წამებისა და ადამიანთა შეურაცხყოფის კადრებს ეწინააღმდეგებიან, როგორც მათ მიერ მომზადებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ვიდეობის გავრცელება მაყურებლის გრძნობებით მანიპულირების საშუალებას იძლევა, რაც დაუშვებელია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს უკრაინულ მედიაში ზუგდიდის სამალავებში აღმოჩენილი ფარული ვიდეო მასალა ვრცელდება, სადაც ასახულია თუ როგორ აწამებენ ადამიანებს ძალოვნები ცრუ ჩვენების მისარებად.

მძნარაშვილის განცხადებით არასამტავრობო ორგანიზაციები მიხეილ სააკაშვილის სატელიტი საშუალებები არიან, რომელიც „ობიექტივსა” და მის მამხილებელ ყობეგვარ საშუალებას სხვადასხვა ხერხებით ებრძვის. ამჯერად კი სააკაშვილის „ჰიდრამ” გადაწყვიტა „ობიექტივის” წინააღმდეგ გაილაშქროს.

„სააკაშვილმა – ამ ნაცსექტის ცხრათავიანმა ჰიდრამ, რომელსაც ახმოვანებს მისი 10 ასო, მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა „ობიექტივს”, წამების კადრების ფრაგმენტებს აჩვენებენო.
თქვე გარეწრებო, ძალიან გინდათ, რომ ხალხმა არ ნახოს, რა საშინელებას უკეთებდით საცოდავ ადამიანებს, როგორ აწამებდით და აუპატიურებდით?!

დიახ, ამ ასო-ების დიდი ნაწილი სწორედ მანიაკი სააკაშვილის ყოფილი ჩინოვნიკების შექმნილია და ახლა არასამთავრობო სექტორიდან გვიტევენ.

დიახ, უნდა იცოდეს ხალხმა, ვინ, რა მანიაკალური გადახრების და პათოლოგიური ხასიათის არაადამიანები იყვნენ ხელისუფლების სათავეში!

ეს არის არა პირადი ცხოვრების ამსახველი, არამედ სისტემური და ორგანიზებული დანაშაულის დამადასტურებელი ვიდეომასალები, რომელთა მიჩქმალვასაც თქვენთან ერთად დღევანდელი ხელისუფლებაც ცდილობდა, მაგრამ ახლა გასკდა ფურუნკული და ჩირქმა ამოხეთქა!
ჭრილობა, რომელიც სამუდამო ნაიარევად დარჩება საქართველოს სულზე, უნდა გაიწმინდოს. სხვა შემთხვევაში ეს ჩირქი თაობებს მოწამლავს!

ყველამ უნდა იცოდეს, დღევანდელმა და მომავალმა ხელისუფლებებმაც, რომ დანაშაული, მითუმეტეს სისტემური და ორგანიზებული დანაშაული, დაუსჯელი არ დარჩება!
დიახ, ყველამ უნდა იცოდეს არამხოლოდ პათოლოგი შემსრულებლების, არამედ მანიაკი ორგანიზატორების გვარებიც!
დიახ, მათ შთამომავლობას უნდა რცხვენოდეთ, რომ ასეთი ავადმყოფი წინაპრები ჰყავდათ!

ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია – თავის დროზე ნიურნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა ემსახურებოდა არამხოლოდ ნაცდამნაშავეთა დასჯას, არამედ პრევენციასაც, რომ მსგავსი საშინელება აღარ განმეორებულიყო, მაგრამ საქართველოში 21-ე საუკუნეში ამოხეთქა ნაციზმმა და ფაშიზმმა, რომელმაც ათასობით ადამიანის ფსიქიკა დაანგრია!

ამ ყველაფრის ხელშემწყობები კი სწორედ ის არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც მალავდნენ სიმართლეს და, უფრო მეტიც, – აქტიურად თანამშრომლობდნენ მანიაკი სააკაშვილის პათოლოგიურ ხელისუფლებასთან!

ახლა კი სააკაშვილის მსახურთა შექმნილი ასო-ები, ეს მართლაც უხამსები, ცდილობენ სადისტური რეჟიმის გათეთრებას!
არ გაგივათ, იქედნეს ნაშიერნო!”
– აღნიშნავს მძინარაშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.